Tuesday, August 26, 2014

ელექტრონული თამაშები განათლების სისტემაში

სხვადასხვა ქვეყანაში მასწავლებლები ელექტრონულ თამაშებს სწავლების პროცესში იყენებენ. რატომ აკეთებენ ამას? რა ტიპის თამაშებს იყენებენ? როგორ ახდენენ მათ ინტეგრაციას კურიკულუმში? რა შედეგებს იღებენ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რითია საინტერესო თამაშების გამოყენება საგანმანათლებლო სისტემისათვის? ეს არის იმ შეკითხვების ჩამონათვალი, რომლებსაც, შევეცდები, ევროპული სკოლების გამოცდილების მიმოხილვაზე დაყრდნობით ვუპასუხო.
თანამედროვე ინფორმაციულ სამყაროში ელექტრონული თამაშები კომერციულად წარმატებული, ძვირადღირებული ბიზნესია. მსოფლიოს თამაშების ინდუსტრია ისეთივე შემოსავლიანია, როგორც კინო-ინდუსტრია. წამყვანი კომპანიები დიდ თანხებს აბანდებენ თამაშების მოტივაციური ფაქტორის გასაძლიერებლად. მათში ბუნებრივად არის გამოხატული შემეცნებითი კომპონენტიც: რომელიმე თამაშის სპეციფიკურ მოცემულობებში გათვითცნობიერება და წარმატების მიღწევა, უმეტესწილად, გარკვეული უნარების შესწავლასა და გამოყენებას უკავშირდება.  სრულად...... გადადით ბმულზე ელექტრონული თამაშები განათლების სისტემაში

Sunday, August 17, 2014

ეროვნულ კონფერენცია „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მართავს მასწავლებელთა მეორე ეროვნულ კონფერენციას, სახელწოდებით: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“.

კონფერენციის მიზანი: მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება .

კონფერენციის სავარაუდო თემა შეიძლება იყოს:
ინტეგრირებული გაკვეთილი; პროექტ-გაკვეთილი; კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში; ინოვაციური მეთოდები; საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; მშობელთა და საზოგადოების (თემის) ჩართულობა; კლასის მართვა; კომუნიკაცია და სხვა. კონფერენციის თემა ასევე შეიძლება მოიცავდეს 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი პროგრამის შინაარსს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიევით ბმულს  http://tpdc.ge/uploads/pdf_documents/konferencia2014.pdf

Thursday, April 14, 2011

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:  „სკოლის  სარკე“  
პროექტის მთვარი იდეა:  მოსწავლეებმა შექმნან სკოლის გაზეთი, სადაც განთავსდება სასკოლო ცხოვრების სიახლეები
  პროექტის აქტუალობა:   არ არის თვალსაჩინო ინფორმაცია  ყოველდღიური სასკოლო ცხოვრების შესახებ, დაინტერესებულ პირს უხდება ინდივიდუალურად შეხვედრა ადმინისტრაციის წარმომადგენელთან ან კონკრეტულ მასწავლებელთან რათა მიიღოს ესა თუ ის ინფორმაცია ამ გაზეთის საშუალებით გამარტივდება დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიღება
   აქტუალურია იმდენად რამდენადაც ეს პროექტი არის სიახლე სკოლის ცხოვრებაში,    
პროექტის მიზანი:
·         პროექტის მიზანია  მშობლების, მოსწავლეების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირება სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
·         შეძლებენ  თვალყური ადევნონ სკოლის საიტზე სიახლეებსა და ინფორმაციებს.
·         ხელი შეუწყოს მოსწავლეთა აქტიურ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში
·         შეძლონ აზრის თავისუფლად გადმოცემა, იყვნენ გახსნილები და ობიექტურები,  ისწავლონ ურთიერთთანამშრომლობა, ჩამოუყალიბდეთ პროცესების აღქმის, გაცნობის, გაანალიზების და გადმოცემის უნარი.
·         მოსწავლეებმა შექმნან  მუდმივად განახლებადი სკოლის გაზეთი და საიტი. დაინტერესებული იქნებიან მუდმივად გააშუქონ სკოლაში მიმდინარე სიახლეები, ღონისძიებები, მოსწავლეთა მიღწევები სხვადასხვა კონკურსებში
·         წარმოაჩინონ სკოლაში შემოქმედებითად განვითარებული მოსწავლეები
·         გააშუქონ სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული დებულებები და გადაწყვეტილებები
მონაწილეთა ასაკი:  პროექტში მონაწულეობას მიიღებს 14-15 წლის მოსწავლეები, რომლებსაც       დამოუკიდებლად შეუძლიათ იმუშაონ პროექტზე და მუდმივად ცდილობდნენ მის დახვეწასა და გაუმჯობებებას
ვადები და ხანგრძლივობა:  პროექტი იქნება უვადო, რადგან ეს პროცესი იქნება მუდმივი.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ  კვლევა-ძიების, ინტერვიუს აღების,დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, მოძიებული მასალის დამუშავების,  ანალიზის და გადმოცემის უნარი.რომლებიც გამოადგებათ შემდგომი განვითარებისათვის. შედეგად შეიქმნება საინტერესო კედლის გაზეთი და საიტი
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:      მთავარ რესურს წაროადგენს მოსწავლეები. ტექნიკური უზრუნველყოფისათვის დასჭირდებათ: ოთახი, კომპიუტერები, ინტერნეტი, ფოტო და ვიდეო კანერა
პროექტის მსვლელობა:     მოსწავლეთა დაინტერესებულ ჯგუფს შევქმნი იმისათვის, რომ დაიწყონ პროექტის განხორციელება.ეს ჯგუფი მუდმივად ითანამსრომლებს სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობასთან და სკოლის  სამეურვეო საბჭოსთან. მათ მიერ ხდება დაგეგმვა, ფუნქციების გდანაწილება. შეადგენენ კითხვარებს, ბუკლეტებს, გამართავენ დისკუსიებს.   მოაგრივებენ საჭირო ინფორმაციას  მოსწავლეთათვის, დაამუშავებენ კომპიუტერულად, მოიძიებენ ნიჭიერ , შემოქმედ მოსწავლეებს სკოლაში, გადაიღებენ სურათებს, შექმნიან პრეზენტაციებს  და შედეგად გააკეთებენ სკოლის მუდმივად განახლებად გაზეთს და სკოლის საიტს.
    მოტივაციის ამაღლების მიზნით დააწესებენ წამახალისებელ სიგელებს სხვადასხვა ნომინაციებში (ყველაზე აქტიური მოსწავლე, ყველაზე საინტერესო სტატიის ავტორი, ყველაზე შემოქმედებითი, და ა.შ)
პროექტის ხელმძღვანელი:   მაკა აფრიამაშვილი
ელ-ფოსტა: m.afriamasvili@gmail.com
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: m.afriamasvili.blogspot.com