Tuesday, August 26, 2014

ელექტრონული თამაშები განათლების სისტემაში

სხვადასხვა ქვეყანაში მასწავლებლები ელექტრონულ თამაშებს სწავლების პროცესში იყენებენ. რატომ აკეთებენ ამას? რა ტიპის თამაშებს იყენებენ? როგორ ახდენენ მათ ინტეგრაციას კურიკულუმში? რა შედეგებს იღებენ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რითია საინტერესო თამაშების გამოყენება საგანმანათლებლო სისტემისათვის? ეს არის იმ შეკითხვების ჩამონათვალი, რომლებსაც, შევეცდები, ევროპული სკოლების გამოცდილების მიმოხილვაზე დაყრდნობით ვუპასუხო.
თანამედროვე ინფორმაციულ სამყაროში ელექტრონული თამაშები კომერციულად წარმატებული, ძვირადღირებული ბიზნესია. მსოფლიოს თამაშების ინდუსტრია ისეთივე შემოსავლიანია, როგორც კინო-ინდუსტრია. წამყვანი კომპანიები დიდ თანხებს აბანდებენ თამაშების მოტივაციური ფაქტორის გასაძლიერებლად. მათში ბუნებრივად არის გამოხატული შემეცნებითი კომპონენტიც: რომელიმე თამაშის სპეციფიკურ მოცემულობებში გათვითცნობიერება და წარმატების მიღწევა, უმეტესწილად, გარკვეული უნარების შესწავლასა და გამოყენებას უკავშირდება.  სრულად...... გადადით ბმულზე ელექტრონული თამაშები განათლების სისტემაში

No comments:

Post a Comment